კონფიდენციალურობის პოლიტიკა

შესავალი

Amnesty International დიდი ხანია იბრძვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დასაცავად და უკანონო თვალთვალისა და ჩარევის წინააღმდეგ. ჩვენ ასევე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით იმ პერსონალური მონაცემების დამუშავებას, რომლებსაც ხალხი გვიზიარებს.

წინამდებარე პოლიტიკა განმარტავს, რა სახის პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ, რატომ ვიყენებთ მათ, რა სამართლებრივ საფუძვლებს ვეყრდნობით მათი შეგროვებისა და შენახვისას, რამდენ ხანს ვინახავთ მათ და თქვენ რა უფლებები გაქვთ მათთან დაკავშირებით. ეს მარტივი ენით დავწერეთ, რომ გამოყენება გაგიადვილდეთ.

ეს პოლიტიკა ვრცელდება პერსონალურ მონაცემებზე, რომლებსაც ამუშავებს Amnesty International Limited (Amnesty International-ის მოძრაობის საერთაშორისო სამდივნო) www.amnesty.org-ისა და საერთაშორისო სამდივნოს მართვასა და ოპერირებაში მყოფი სხვა ვებსაიტების მეშვეობით, ასევე ონლაინ სისტემების, ფორმების, კამპანიების, საგანმანათლებლო აქტივობების, დონაციის გვერდების, გაწევრიანებაზე განაცხადის ფორმების, რეკრუტირების პროცესებისა და საზოგადოებისთვის თავისუფლად ხელმისაწვდომი სხვა იმ სერვისების გზით, რომლებსაც ჩვენ უზრუნველვყოფთ.

როდესაც ვამბობთ „Amnesty International“, „ჩვენ“, „ჩვენი“ და „ჩვენს“, ვგულისხმობთ Amnesty International Limited-ს, რომელიც Amnesty International-ის საერთაშორისო სამდივნოს მთავარი საოპერაციო კომპანიაა (https://www.amnesty.org/en/who-we-are/). Amnesty International Limited არის ინგლისსა და უელსში რეგისტრირებული კომპანია, რომლის პასუხისმგებლობა შეზღუდულია გარანტიით ნომერი 01606776.

Amnesty International არის წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი.  ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვწყვეტთ, რატომ და როგორ მოხდეს ამ მონაცემების გამოყენება. ამ დოკუმენტის ბოლოს მოცემულია ჩვენი საკონტაქტო მონაცემები. თუ გაგიჩნდათ კითხვები ანდა გსურთ, ისარგებლოთ კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებული უფლებებით, დაგვიკავშირდით ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონით. 

Amnesty International-ის ზოგ განყოფილებას, სტრუქტურასა თუ პარტნიორ ორგანიზაციას შეიძლება ჰქონდეს კონფიდენციალურობის საკუთარი პოლიტიკა. წინამდებარე პოლიტიკა არ ანაცვლებს იმ სხვა ორგანიზაციის პოლიტიკას, რომელიც პასუხისმგებელია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

პერსონალური მონაცემები, რომლებსაც ვაგროვებთ

პერსონალური მონაცემების შეგროვება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფორმით ურთიერთობთ ჩვენთან. ჩვენი ვებსაიტების ყველა გვერდი ვინაობის გამუჟღავნებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ ტექნიკური ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი IP მისამართი, ინფორმაცია მოწყობილობის შესახებ და ქუქი-ფაილებთან ან მსგავს ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ინფორმაცია.

პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ, როდესაც:

  • ხელს აწერთ პეტიციას, მონაწილეობთ ონლაინ აქციაში ან უერთდებით კამპანიას;
  • გამოხატავთ სურვილს, შემოუერთდეთ Amnesty International-ს და გახდეთ მისი საერთაშორისო წევრი;
  • აკეთებთ შემოწირულებას ან სხვა გადახდას;
  • რეგისტრირდებით, რომ მიიღოთ ინფორმაცია სიახლეების, ღონისძიებების, ფონდების მოძიების (ე.წ. ფანდრაიზინგი) აქციების შესახებ, ასევე სხვა სახის შეტყობინებები;
  • რეგისტრირდებით ადამიანის უფლებების საგანმანათლებლო კურსებზე;
  • მონაწილეობთ სხვა ონლაინ კამპანიებსა თუ აქციებში, როგორიც არის Amnesty International Decoders;
  • შემოგაქვთ განაცხადი ვაკანტურ პოზიციაზე, მოხალისეობრივ პროგრამაში მონაწილეობაზე, სტაჟირებასა ან მსგავსი ფუნქციის შესრულებაზე;
  • გვიკავშირდებით, მოგვმართავთ შეკითხვით, შემოგაქვთ საჩივარი ანდა იყენებთ თქვენს უფლებას კონფიდენციალურობის დაცვის სფეროში; ან
  • იყენებთ ჩვენს ვებსაიტებს, ელექტრონულ ფოსტას, ფორმებს, სოციალური მედიის გვერდებს ანდა სხვა ონლაინ სერვისებს.

პერსონალური მონაცემები, რომლებსაც ვაგროვებთ, შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • თქვენი სახელი და გვარი, ასაკი ან ასაკობრივი დიაპაზონი, მისამართი, ელფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი;
  • თქვენი ქვეყანა, ენა, კომუნიკაციის სასურველი ფორმები და Amnesty International-თან დაკავშირებული ინტერესები;
  • ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდით პეტიციების, კამპანიების, გაწევრიანებაზე განაცხადის ფორმების, საგანმანათლებლო კურსებზე რეგისტრაციის, გამოკითხვების, შეკითხვების ან საჩივრების მეშვეობით;
  • ინფორმაცია შემოწირულების და გადახდების შესახებ, მათ შორის შემოწირულების ოდენობა, თარიღი, გადახდის სტატუსი და გადახდის საიდენტიფიკაციო ნომერი. საბანკო ბარათის მონაცემების დაშიფვრას ახორციელებენ გადახდის მომსახურების ჩვენი გარე მომწოდებლები. Amnesty International არ ინახავს თქვენი ბარათის სრულ მონაცემებს;
  • ტექნიკური ხასიათის ინფორმაციას, როგორიცაა IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, ბრაუზერის ტიპი, საოპერაციო სისტემა, მონახულებული გვერდები, ბმულები, რომლებზეც გადახვედით, გვერდების მონახულების თარიღი და დრო, მიახლოებითი ადგილმდებარეობა, რომელიც ტექნიკური მონაცემებიდან გამომდინარე დგინდება, ქუქი-ფაილების იდენტიფიკატორები და მსგავსი ონლაინ იდენტიფიკატორები შეიძლება შევაგროვოთ ჩვენ და შეაგროვონ გადახდის მომსახურების ჩვენმა გარე მომწოდებლებმა მათივე პირობების შესაბამისად. Amnesty International არ არის პასუხისმგებელი მომსახურების გარე მომწოდებლების კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე;
  • რეკრუტირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, როგორებიცაა თქვენი განაცხადი დასაქმებაზე, რეზიუმე, სამოტივაციო წერილი, სამუშაო გამოცდილება, კვალიფიკაცია, რეკომენდაციები, ჩანაწერები გასაუბრების შესახებ, შეფასების შედეგები, ინფორმაცია მუშაობის უფლების შესახებ, ასევე ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია რეკრუტირების პროცესის სამართავად;
  • განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, როდესაც თავად გვაწვდით მათ, ან ისინი ჩვენთან ურთიერთქმედების დროს მჟღავნდება ან ივარაუდება, ანდა ჩვენ მიერ მათი გამოყენება რელევანტური და კანონიერია. ასეთი მონაცემები შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციას რასის ან ეთნიკური წარმომავლობის, პოლიტიკური შეხედულებების ან მრწამსის, რელიგიისა და რწმენის, პროფკავშირის წევრობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სქესობრივი ცხოვრებისა თუ სექსუალური ორიენტაციის შესახებ; და
  • ინფორმაცია ნასამართლეობის შესახებ, თუ ეს რელევანტურია რეკრუტირების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, თაღლითობის პრევენციის, სასამართლო სარჩელების, იურიდიული ვალდებულებების ან სხვა კანონიერი მოსაზრებებით.

ვითხოვთ მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია ჩვენთვის. თუ ინფორმაციის მოწოდება ნებაყოფლობითია, ამას მკაფიოდ მივუთითებთ, სადაც შევძლებთ. თუ არ მოგვაწვდით იმ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია, რომ გაგიწიოთ მომსახურება, დავამუშაოთ შემოწირულება, განვიხილოთ განაცხადი ანდა შევასრულოთ კანონის მოთხოვნა, ვერ შევძლებთ ამ ქმედებების შესრულებას.  

ქუქი-ფაილები და ონლაინ აქტივობის თვალთვალი

ჩვენი ვებსაიტები იყენებს ქუქი-ფაილებსა და მსგავს ტექნოლოგიებს. მათ შორისაა მცირე მოცულობის ფაილები, პიქსელები, ტეგები და ადგილობრივი საცავი. ისინი ხელს უწყობს ვებსაიტების ფუნქციონირებას, მომხმარებლის პარამეტრების დამახსოვრებას, გაანალიზებას, თუ როგორ იყენებს ხალხი ჩვენს სერვისებს, კამპანიების ეფექტიანობის შეფასებას, კონტენტის გაუმჯობესებას და სადაც ეს ნებადართულია, სარეკლამო ან ფონდების მოძიების საქმიანობის მხარდაჭერას.

ზოგი ქუქი-ფაილი ვებსაიტების ფუნქციონირებისთვის არის საჭირო. სხვები არასაჭირო ფაილებია. სანამ არასაჭირო ქუქი-ფაილებს ან მსგავს ტექნოლოგიებს  განვათავსებთ, ჩვენ, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოვიძიებთ თქვენს თანხმობას. თქვენი პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ ჩვენს ვებსაიტებზე განთავსებული ქუქი-ფაილების მართვის ინსტრუმენტების ანდა თქვენი ბრაუზერის პარამეტრების რეგულირების გზით.

ქუქი-ფაილებითა და ანალოგიური ტექნოლოგიებით გროვდება შემდეგი მონაცემები: IP მისამართები, მოწყობილობის იდენტიფიკატორები, ინფორმაცია ბრაუზერის შესახებ, მონახულებული ვებგვერდები, ბმულები, რომლებზეც გადახვედით, და ინფორმაცია სხვა ონლაინ აქტივობების შესახებ. ამ ინფორმაციის ნაწილი შეიძლება გადაეცემოდეს ანალიტიკურ, სარეკლამო ან სოციალური მედიის პლატფორმებს იმისდა მიხედვით, თუ როგორ გაქვთ პარამეტრები დაყენებული და რა ტექნოლოგიებს იყენებთ. როდესაც ქუქი-ფაილები, პიქსელები ან მსგავსი ტექნოლოგიები გამოიყენება რეკლამირების, აუდიტორიის გაზომვის ან საიტთაშორისი თვალთვალის (ანუ სხვადასხვა ვებსაიტზე მომხმარებლის აქტივობის თვალის დევნების) მიზნით, მათ ვიყენებთ მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ეს კანონით არის ნებადართული და შეესაბამება ქუქი-ფაილებთან მიმართებით თქვენ მიერ დაყენებულ პარამეტრებს.

დეტალური ინფორმაციისთვის, მათ შორის იმის შესახებ, თუ რა ტიპის ქუქი-ფაილებს ვიყენებთ და როგორ მართოთ ისინი, გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს „ქუქი-ფაილების პოლიტიკას“ (https://www.amnesty.org/en/cookie-statement/).

როგორ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს და რა სამართლებრივი საფუძვლებით

მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა მოითხოვს, გვქონდეს სამართლებრივი საფუძველი, რომელსაც დავეყრდნობით პერსონალური მონაცემების გამოყენებისას. სამართლებრივი საფუძვლები განსხვავდება იმისდა მიხედვით, თუ რა მიზნით და რა ტიპის ინფორმაციას ვიყენებთ.

თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენ ვიყენებთ ქვემოთ ჩამოთვლილი მიზნებისთვის:

ონლაინ კამპანია და საგანმანათლებლო აქტივობები

პეტიციების ორგანიზება, შეტყობინებების დაგზავნა ელფოსტით, კამპანიებისა და ონლაინაქტივობების წარმართვა, აგრეთვე, თქვენი ქმედების შესაბამისი ადრესატისთვის გაგზავნა, თუ ამას კამპანია ითვალისწინებს – კონკრეტული ქმედებიდან გამომდინარე, ვეყრდნობით თქვენს თანხმობას ან ჩვენს ლეგიტიმურ ინტერესს ადამიანის უფლებების დაცვის კამპანიების წარმოებაში ანდა ორივეს ერთად. ისეთ შემთხვევებში, როდესაც მონაცემები განსაკუთრებულ კატეგორიას მიეკუთვნება ანდა თქვენმა მონაწილეობამ შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები გამოამჟღავნოს ან მათზე ვარაუდი გააჩინოს, ჩვენ, კონტექსტიდან გამომდინარე, ვეყრდნობით შესაბამის სპეციალურ პირობას, როგორიცაა მკაფიო თანხმობა, ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ გაქვთ გაცხადებული, მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესი ან მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი პირობა.

ადამიანის უფლებების სფეროში საგანმანათლებლო კურსების, ღონისძიებების და სხვა სერვისების უზრუნველყოფა, რომლებზეც დარეგისტრირდით – ვეყრდნობით კონტრაქტს, კონტრაქტის გაფორმებამდე გადადგმულ ნაბიჯებს, თანხმობას, თუ ეს საჭიროა, და ლეგიტიმურ ინტერესებს, უზრუნველვყოთ და გავაუმჯობესოთ ასეთი სერვისები.

შეტყობინებებზე რეაგირება

თქვენს შეკითხვებზე, საჩივრებსა და თხოვნებზე რეაგირება – ვეყრდნობით ლეგიტიმურ ინტერესებს, ვუპასუხოთ ადამიანებს, რომლებიც გვიკავშირდებიან და სადაც კანონი გვავალდებულებს, იურიდიულ ვალდებულებას, ვუპასუხოთ ასეთ მომართვებს ან ვაწარმოოთ მათი აღრიცხვა.

კამპანიის სიახლეები

კამპანიების შესახებ სიახლეების, ფონდების მოძიების შესახებ თხოვნის, საინფორმაციო ბიულეტენების და სხვა მარკეტინგული შეტყობინებების დაგზავნა – ვეყრდნობით თანხმობას, როდესაც ეს მოგვეთხოვება, ხოლო კანონით ნებადართულ შემთხვევებში, ლეგიტიმურ ინტერესებს. თქვენ შეგიძლიათ ამ შეტყობინებების გამოწერა ნებისმიერ დროს გააუქმოთ.  

წევრობა

Amnesty International-ის წევრობაზე თქვენი განაცხადის დამუშავება და საერთაშორისო წევრობის ადმინისტრირება – ვეყრდნობით კონტრაქტს, კონტრაქტის გაფორმებამდე გადადგმულ ნაბიჯებს, ლეგიტიმურ ინტერესებს და როცა რელევანტურია, იურიდიულ ვალდებულებას.

ფონდების მოძიება

შემოწირულებების და სხვა გადახდების დამუშავება, ქვითრების გაგზავნა, გადახდების აღრიცხვა და თაღლითობის აღკვეთა – ვეყრდნობით კონტრაქტს, იურიდიულ ვალდებულებას და ლეგიტიმურ ინტერესებს. გადახდის შესახებ ინფორმაცია ასევე შეიძლება გამოვიყენოთ ფინანსების, დაბეგვრის, აუდიტის და ფულის გათეთრებასთან ბრძოლის სფეროებში არსებული მოთხოვნების შესასრულებლად.

რეკრუტირება

დასაქმების, მოხალისეობის, სტაჟირების და სხვა მსგავსი როლის შესრულებისთვის შემოტანილი განაცხადების შეფასება და მართვა – ვეყრდნობით ქმედებებს, რომლებიც კონტრაქტის გაფორმებამდე გადადგმულ ნაბიჯებს, კონტრაქტს, იურიდიულ ვალდებულებას და ლეგიტიმურ ინტერესებს, მოვიზიდოთ შესაფერისი ადამიანები სამართლიანი და ეფექტიანი გზით.

რეკრუტირების პროცესში მრავალფეროვნების, ინკლუზიისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მონიტორინგი – სადაც შესაძლებელია, როგორც წესი, ვიყენებთ ანონიმიზებულ (რაც გამორიცხავს პირის იდენტიფიცირებას) ან აგრეგირებულ (კომბინირებულ) მონაცემებს. განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გამოყენებისას, რომლებიც პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა, ვეყრდნობით მკაფიოდ გამოხატულ თანხმობას ან მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შესაბამის პირობას, მაგალითად, თანასწორობის მონიტორინგის მიზნით არსებულ მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს, თუ ეს გამოიყენება.

ჩვენი ონლაინ სერვისების დაცვა და გაუმჯობესება

ჩვენი ვებსაიტების, სისტემების, ხალხის და ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის ბოროტად გამოყენების, თაღლითობის, კიბერინცინდენტების და უკანონო წვდომის აღკვეთა – ვეყრდნობით ლეგიტიმურ ინტერესებს და, სადაც რელევანტურია, იურიდიულ ვალდებულებას.

ჩვენი ვებსაიტების, კამპანიების, სერვისების და კომუნიკაციის ანალიზი – ვეყრდნობით ლეგიტიმურ ინტერესებს, ასევე, თანხმობას, როდესაც ეს მოგვეთხოვება არასაჭირო ქუქი-ფაილების ან მსგავსი ტექნოლოგიების განსათავსებლად.

სამართლებრივი და მმართველობითი მოთხოვნები

ინფორმაციის გაზიარება Amnesty International-ის მოძრაობის ფარგლებში და მომსახურების მომწოდებლებთან, როდესაც ეს აუცილებელია ჩვენი საქმიანობის განსახორციელებლად – კონტექსტიდან გამომდინარე, ვეყრდნობით ლეგიტიმურ ინტერესებს, კონტრაქტს, იურიდიულ ვალდებულებას ან თანხმობას.

სამართლებრივი პრეტენზიების დაყენება, განხორციელება ან დაცვა, სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება, ხელისუფლების ორგანოების კანონიერ მოთხოვნებზე რეაგირება და მარეგულირებელი ან იურიდიული ვალდებულებების შესრულება – ვეყრდნობით იურიდიულ ვალდებულებას, ლეგიტიმურ ინტერესებს და, სადაც გამოიყენება, საჯარო ინტერესს ან სამართლებრივი პრეტენზიების პირობებს.

იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა გამოვიყენოთ პერსონალური მონაცემები, თუ ეს აუცილებელია ვინმეს სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, მაგალითად, საგანგებო სიტუაციის დროს, ან ისეთი მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად, რომელიც პასუხობს საჯარო ინტერესს და აღიარებულია კანონით.

განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები და ინფორმაცია ნასამართლეობის შესახებ

განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები დამატებით დაცვას საჭიროებს. ჩვენთან ურთიერთობის ზოგიერთი ფორმით შეიძლება თქვენ შესახებ სენსიტიური მონაცემები გამომჟღავნდეს ან მათზე ვარაუდი გაჩნდეს. ასეთ მონაცემებს შორისაა პოლიტიკური შეხედულებები, მრწამსი, კამპანიებში მონაწილეობის ინტერესები, ადამიანის უფლებების საკითხებით დაინტერესება, პირადი გამოცდილება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობა, ეთნიკური კუთვნილება, რელიგია ან რწმენა, სქესობრივი ცხოვრება ან სექსუალური ორიენტაცია. ეს შეიძლება მოხდეს, თუ, მაგალითად, ხელს აწერთ პეტიციას, მონაწილეობთ კამპანიაში, გვიკავშირდებით ადამიანის უფლებების საკითხთან დაკავშირებით, გვაწვდით ინფორმაციას თქვენი პირადი გარემოებების შესახებ, მონაწილეობთ რომელიმე აქტივობაში, შემოგაქვთ განაცხადი რაიმე ვაკანსიაზე ან ნებაყოფლობით გვაწვდით ინფორმაციას, რომელიც მრავალფეროვნებას ეხება.

ჩვენ განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციას ვიყენებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის რელევანტური, აუცილებელი და მიზნის პროპორციულია და გვაქვს როგორც კანონიერი საფუძველი, ასევე სპეციალური პირობა, რომელიც განსაზღვრულია გაერთიანებული სამეფოს „მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციით“ (UK GDPR), ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციით“ (EU GDPR) ან მონაცემთა დაცვის სხვა მოქმედი კანონით. კონტექსტიდან გამომდინარე, ამაში შედის თქვენი მკაფიო თანხმობა, დასაქმების და სოციალური დაცვის კანონმდებლობა, მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესი, თანასწორობის მონიტორინგი, სასიცოცხლო ინტერესები, თქვენ მიერ საჯაროდ გაცხადებული ინფორმაცია, სამართლებრივი პრეტენზიები ან მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა პირობა.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ინფორმაცია Amnesty International-ის მხარდაჭერის და კამპანიებში, პეტიციებსა და აქციებში მონაწილეობის შესახებ, ასევე ადამიანის უფლებების საკითხებით თქვენი დაინტერესების შესახებ, შეიძლება იყოს კონფიდენციალური, განსაკუთრებით როდესაც ამ ინფორმაციით შესაძლოა გამოვლინდეს თქვენი პოლიტიკური შეხედულებები, მრწამსი, გაერთიანებები და საფრთხე შეგექმნათ თქვენცა და სხვებსაც. ჩვენ ამას ვითვალისწინებთ, როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას, რა სახის ინფორმაცია შევაგროვოთ, როგორ გამოვიყენოთ ის, ვის გავუზიაროთ, რამდენ ხანს შევინახოთ და უსაფრთხოების რა ზომები მივიღოთ მის დასაცავად.

როდესაც ინფორმაციამ განსაკუთრებული რისკი შეიძლება შეუქმნას ინდივიდებს, მაგალითად, კამპანიებში მონაწილეებს, მხარდამჭერებს, მომჩივნებს, უფლებადამცველებს, მოწმეებს, მოწყვლად პირებს ან მომეტებული რისკის მქონე ქვეყნებსა თუ სიტუაციებში მყოფ ადამიანებს, შეიძლება მივიღოთ დაცვის დამატებითი ზომები, მაგალითად, შევზღუდოთ წვდომა და ინფორმაციის გაზიარება, მინიმუმამდე შევამციროთ შეგროვებული მონაცემები ან, საჭიროების შემთხვევაში, გამოვიყენოთ ანონიმიზებული ან ფსევდონიმიზებული (მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ჩანაცვლება სპეციალური კოდით) ინფორმაცია.

დამატებით დაცვას საჭიროებს ასევე ინფორმაცია ნასამართლეობის შესახებ. ჩვენ ასეთ ინფორმაციას ვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და მხოლოდ მაშინ, როდესაც მიზნის მისაღწევად რელევანტური, პროპორციული და აუცილებელია. ეს შეიძლება მოიცავდეს რეკრუტირების დროს გადამოწმებას, უსაფრთხოების უზრუნველყოფას, თაღლითობის აღკვეთას, იურიდიული ვალდებულებების შესრულებას, მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვას ან სამართლებრივი პრეტენზიების განხილვას.

მარკეტინგული და ფონდების მოძიების შესახებ შეტყობინებები

გვსურს, ჩვენი შეტყობინებები სასარგებლო და თავაზიანი იყოს. შეიძლება დაგიკავშირდეთ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ადამიანის უფლებების დაცვის კამპანიები, აქციები, საგანმანათლებლო კურსები, ფონდების მოძიება, გაწევრიანება და ჩვენი საქმიანობის მხარდაჭერა.

მარკეტინგული ან ფონდების მოძიების შესახებ მეილების ან სხვა ელექტრონული შეტყობინების გამოგზავნამდე, მოვიძიებთ თქვენს თანხმობას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. თუ ლეგიტიმური ინტერესები კანონით დაშვებული სამართლებრივი საფუძველია, ჩვენ მაინც გაცნობებთ უარის თქმის შესაძლებლობების შესახებ.   

თქვენ შესახებ ინფორმაციის მცირე ნაწილს, როგორებიცაა ქვეყანა, ენა, პრეფერენციები კომუნიკაციაში, წინა ურთიერთქმედებები, შემოწირულებების ისტორია, კამპანიებით დაინტერესება ან ვებსაიტზე აქტიურობა, ვიყენებთ იმისათვის, რომ შეტყობინებები უფრო რელევანტური გავხადოთ და თავიდან ავიცილოთ არასაჭირო შეტყობინებების გამოგზავნა. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, ბავშვების ან მოწყვლადი პირების შესახებ ინფორმაციას არ ვიყენებთ  მარკეტინგისთვის, ფონდების მოსაზიდი პროფილირებისთვის (პირთა მახასიათებლების შესწავლა და სისტემატიზაცია) ან აუდიტორიის მიზნობრივი შერჩევისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონით არის ნებადართული და დაცვის სათანადო გარანტიები არსებობს.  

ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააუქმოთ გამოწერა ან შეცვალოთ თქვენი პარამეტრები. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ჩვენს მეილებში მითითებული გამოწერის გაუქმების ბმულით ან ჩვენ მიერ შემოთავაზებული პარამეტრების რეგულირების ინსტრუმენტებით ანდა დაგვიკავშირდეთ ამ დოკუმენტის ბოლოს მითითებული საკონტაქტო მონაცემების გამოყენებით. შეგიძლიათ უარი გვითხრათ თქვენი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგისთვის, მათ შორის, პროფილირებისთვის გამოყენებაზეც. უარის შემთხვევაში, შევწყვეტთ თქვენი პერსონალური მონაცემების ამ მიზნებით გამოყენებას.

მარკეტინგულ ან ფონდების მოძიების შეტყობინებებზე გამოწერას გააუქმებთ, შესაძლოა მაინც დაგიკავშირდეთ მომსახურების შესახებ შეტყობინებებით, მაგალითად, გამოგიგზავნოთ ქვითრები, გიპასუხოთ თხოვნაზე, გაცნობოთ საგანმანათლებლო კურსის ან განაცხადის შესახებ ანდა მოგაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩვენი ურთიერთქმედების თაობაზე.

პერსონალური მონაცემების გაზიარება

თქვენს პერსონალურ მონაცემებს არ ვყიდით. მათ სხვებს ვუზიარებთ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ამის სათანადო მიზეზი და მათი დაცვის შესაბამისი მექანიზმები გვაქვს.

პერსონალური მონაცემები შეიძლება გავუზიაროთ:

  • Amnesty International-ის გლობალური მოძრაობის სხვა განყოფილებებს, მათ შორის ეროვნულ განყოფილებებს, სტრუქტურებსა და დაკავშირებულ ორგანიზაციებს, როდესაც ეს გვეხმარება, წარვმართოთ კამპანიები, ვუპასუხოთ თქვენს სურვილს, შემოუერთდეთ Amnesty International-ს, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ ჩართულობას ან გავაძლიეროთ ჩვენი საქმიანობა ადამიანის უფლებების სფეროში;
  • მომსახურების მომწოდებლებს, რომლებიც ჩვენი სახელით ამუშავებენ მონაცემებს, როგორებიცაა ვებსაიტის ჰოსტინგის პროვაიდერები, საინფორმაციო ტექნოლოგიების  პროვაიდერები, ელფოსტისა და კომუნიკაციების პროვაიდერები, შემოწირულებებისა და გადახდების დამმუშავებლები, საგანმანათლებლო კურსების პროვაიდერები, რეკრუტირების პლატფორმები, ანალიტიკური მომსახურების პროვაიდერები და მხარდაჭერის მომსახურების პროვაიდერები;
  • ბანკებს, გადახდების პროვაიდერებს, შესაბამის საფინანსო ინსტიტუტებსა და თაღლითობის აღკვეთის ან გამოვლენის სამსახურებს, თუ ეს აუცილებელია თაღლითობის აღკვეთის ანდა საეჭვო ტრანზაქციების შემოწმების მიზნით;
  • რეკრუტირების პროვაიდერებს, რეკომენდატორებს, ბიოგრაფიული მონაცემების შემმოწმებელ ორგანიზაციებს, თუ ეს რელევანტური და კანონით ნებადართულია, ასევე სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც რეკრუტირების პროცესში მონაწილეობენ;
  • ანალიტიკის, ქუქი-ფაილების, რეკლამისა და სოციალური მედიის პლატფორმებს, როდესაც კანონით ნებადართულია და შეესაბამება თქვენ მიერ დაყენებულ პარამეტრებს. ეს მოიცავდეს Custom Audience („პერსონალიზებული / მორგებული აუდიტორია“) ან Lookalike Audience („მსგავსი აუდიტორია“) შექმნის ინსტრუმენტებს, რომლებითაც შესაძლებელია, მაგალითად, ელფოსტის მისამართის უსაფრთხოდ შეჯერება პლატფორმის მონაცემებთან, რათა Amnesty International-ის კონტენტი არსებულ ან პოტენციურ მხარდამჭერებს მიეწოდოს. ამ ინსტრუმენტებს ვიყენებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც გვაქვს ამის კანონიერი საფუძველი და, სადაც მოგვეთხოვება, თქვენი თანხმობა ქუქი-ფაილების და მარკეტინგული მასალების გამოყენებაზე. არ ვყიდით თქვენს პერსონალურ მონაცემებს და არ ვიყენებთ ინფორმაციას ბავშვებზე, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს ან ინფორმაციას მოწყვლადი პირების შესახებ პერსონალიზებული აუდიტორიის ან მსგავსი აუდიტორიის მიზნობრივი შერჩევისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს კანონით არის ნებადართული და უზრუნველყოფილია დაცვის სათანადო მექანიზმები;
  • პროფესიონალ მრჩევლებს, მზღვეველებს, აუდიტორებს და ორგანიზაციებს, რომლებიც დახმარებას გვიწევენ მმართველობით, ფინანსურ, რისკების მართვის, იურიდიულ და კანონმდებლობასთან შესაბამისობის საქმიანობაში;
  • სასამართლოებს, მარეგულირებელ ორგანოებს, სამართალდამცავ ორგანოებს, სამთავრობო ორგანოებს ან სხვა მესამე მხარეებს, კანონით გათვალიწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია უფლებების, დაცვის ან უსაფრთხოების მოსაზრებებით ანდა როდესაც ინფორმაციის გამჟღავნებაზე უარი დაუსაბუთებელია.

როდესაც მონაცემებს ვუზიარებთ Amnesty International-ის სხვა ორგანიზაციას, რომელიც მონაცემთა დამოუკიდებელი დამმუშავებელია, ეს ორგანიზაცია ხდება მონაცემთა გამოყენებაზე პასუხისმგებელი და ასეთ მონაცემებზე ამ ორგანიზაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება.

როდესაც მომსახურების მომწოდებლები ჩვენი სახელით ამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს, მათგან მოვითხოვთ მონაცემების მხოლოდ ჩვენი მითითებების შესაბამისად გამოყენებას, უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მონაცემთა დაცვის მოთხოვნების შესრულებას. ზოგიერთი ორგანიზაცია, მაგალითად, რეკლამის, ანალიტიკის ან სოციალური მედიის პლატფორმები, მომსახურების ხასიათისა და მათ პლატფორმებზე თქვენ მიერ დაყენებული პარამეტრების მიხედვით, შესაძლოა იყენებდეს მათთვის გაზიარებულ ინფორმაციას საკუთარი მიზნებისთვის, როგორც მონაცემთა დამოუკიდებელი დამმუშავებელი. ასეთ შემთხვეებში, ისინი არიან პასუხისმგებელნი პერონალური მონაცემების გამოყენებაზე, მათივე კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

მონაცემების საერთაშორისო გადაცემა

Amnesty International გლობალური მოძრაობაა. ჩვენ და იმ ორგანიზაციებმა, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, შეიძლება დავამუშაოთ პერსონალური მონაცემები გაერთიანებული სამეფოს, ევროპის ეკონომიკური ზონის ან თქვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემისას ვიღებთ მათი უსაფრთხოების დაცვის ზომებს. დიდი ბრიტანეთის GDPR-სა და ევროკავშირის GDPR-ის მოქმედებს არეალში ვიყენებთ მონაცემთა გადაცემის ერთ-ერთ მოქმედ მექანიზმს. ასეთთა შორისაა ადეკვატურობის შესახებ რეგულაცია ან ადეკვატურობის გადაწყვეტილება, სტანდარტული სახელშეკრულებო პირობები, დიდი ბრიტანეთის დანართი მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის შესახებ, ხელშეკრულება მონაცემთა საერთაშორისო გადაცემაზე ანდა დაცვის სხვა კანონიერი მექანიზმი ან გამონაკლისები, რომლებსაც მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა ითვალისწინებს.

როდესაც ინფორმაციას Amnesty International-ის სხვა განყოფილებას გადავცემთ დიდი ბრიტანეთის ან ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ, ვიყენებთ შესაბამის ინსტრუმენტებს, რათა ინფორმაციის დამუშავება მოხდეს მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მესამე მხარის ვებსაიტები და ჩაშენებული კონტენტი

ჩვენს ვებსაიტებზე შეიძლება იყოს განთავსებული მესამე მხარის ვებგვერდების, აპლიკაციების ან ჩაშენებული მასალის ბმულები. ასეთთა შორისაა ვებსაიტები თუ აპლიკაციები, რომლებსაც Amnesty International-ის განყოფილებები, დაკავშირებული ორგანიზაციები ან მესამე მხარეები მართავენ. კონფიდენციალურობის წინამდებარე პოლიტიკა არ ვრცელდება ისეთ სერვისებზე, რომლებსაც ჩვენ არ ვაკონტროლებთ, მაგალითად, Amnesty International-ის მოძრაობის ვებსაიტებზე, რომლებსაც არ მართავს ან ფლობს საერთაშორისო სამდივნო. ამ ორგანიზაციებს შეიძლება ჰქონდეთ კონფიდენციალურობის თავიანთი პოლიტიკა.

ბავშვები და არასრულწლოვანები  

ჩვენი ვებსაიტები, კამპანიები და საქმიანობები კონკრეტულად ბავშვებზე გათვლილი არ არის, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ ბავშვები და არასრულწლოვანები შესაძლოა ჩაერთონ და მხარი დაუჭირონ ჩვენს საქმიანობას.

თუ 13 წლამდე ასაკისა ხართ, არ უნდა მოგვაწოდოთ თქვენი პერსონალური მონაცემები მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე.

თუ 13-დან 18 წლამდე ასაკისა ხართ, შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს კამპანიებსა და საქმიანობებში, თუმცა მოგიწოდებთ, პერსონალური მონაცემების გაზიარებამდე, დაეკითხოთ თქვენს მშობელს ან მეურვეს. გარდა ამისა, ჩვენ შესაძლოა დამატებითი დაცვის მექანიზმებიც გამოვიყენოთ.

როდესაც პერსონალური მონაცემების გამოყენებისას ვეყრდნობით თანხმობას, სათანადო ზომებს ვიღებთ ასეთი თანხმობის ნამდვილობის უზრუნველსაყოფად. ეს შეიძლება მოიცავდეს მშობლისა ან მეურვისგან თანხმობის მიღებას ან, საჭიროების შემთხვევაში, მათთან გადამოწმებას.

ბავშვების პერსონალური მონაცემების დამუშავებისას განსაკუთრებულ სიფრთხილეს ვიჩენთ. კერძოდ, ჩვენ:

  • ვაგროვებთ და ვიყენებთ მხოლოდ იმ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელი და თანაზომადია;
  • ვაწვდით ინფორმაციას კონფიდენციალურობის შესახებ მკაფიო და ასაკისთვის შესაფერისი ფორმით;
  • ვითვალისწინებთ ბავშვის საუკეთესო ინტერესებს;
  • ვიყენებთ დაცვის დამატებით მექანიზმებს, როდესაც ბავშვები ერთვებიან ჩვენს კამპანიებში, საგანმანათლებლო საქმიანობებში, ღონისძიებებსა და კომუნიკაციებში;
  • არ ვიყენებთ ბავშვების პერსონალურ მონაცემებს პროფილირების ან მარკეტინგის მიზნებისთვის, თუ ეს შეიძლება იყოს უსამართლო, შეცდომაში შემყვანი ან შეუსაბამო.

ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მოვითხოვოთ მშობლის ან მეურვის ჩართულობა, სანამ ბავშვს უფლებას მივცემთ, მონაწილეობა მიიღოს გარკვეულ საქმიანობებში ანდა შევაგროვებთ ან გამოვიყენებთ მის პერსონალურ მონაცემებს. ასევე, როდესაც შეუძლებელია დაცვის სათანადო მექანიზმების უზრუნველყოფა, შეიძლება შევზღუდოთ გარკვეულ ფუნქციებზე წვდომა.

თუ აღმოჩნდება, რომ ბავშვის პერსონალური მონაცემები სათანადო თანხმობის გარეშე შევაგროვეთ, მივიღებთ ზომებს ამ მონაცემების შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში წასაშლელად.

ბავშვებს, მშობლებსა და მეურვეებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნებისმიერ დროს კითხვების დასმის ან მონაცემთა დაცვის სფეროში თავიანთი უფლებების გამოყენების მიზნით.

უსაფრთხოება

პერსონალური მონაცემების დასაცავად სათანადო ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს ვიყენებთ. ისინი უზრუნველყოფს მონაცემების უსაფრთხოებასა და სიზუსტეს და მათ ხელმისაწვდომობას მხოლოდ მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. ამ ზომებს შორისაა მონაცემთა წვდომის და შენახვის, გადახდების დამუშავების, სერვისის მომწოდებლების და სისტემის უსაფრთხოების კონტროლი.

ასევე განსაკუთრებით ვზრუნავთ უსაფრთხო სისტემების გამოყენებაზე იმ გადახდების დასამუშავებლად, რომლებიც გადახდის მომსახურების მომწოდებლების მეშვეობით ხორციელდება. ინტერნეტით მონაცემების გადაცემა არასდროს არ არის სრულიად უსაფრთხო. თუმცა ჩვენ ძალას არ ვიშურებთ, რომ დავიცვათ პერსონალური მონაცემები და მივიღოთ სათანადო ზომები, თუ მათ უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება.

რამდე ხანს ვინახავთ პერსონალურ მონაცემებს

პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენიც გვჭირდება წინამდებარე პოლიტიკაში განსაზღვრული მიზნებისთვის. შემდეგ ხდება მათი წაშლა, ანონიმიზება ან მხოლოდ იმ მოცულობით შენახვა, რაც კანონმდებლობის, ანგარიშვალდებულების, არქივირების, კვლევისა თუ ანალიზის მიზნებით გვჭირდება.

შენახვის ვადა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ინფორმაციაა, რატომ შევაგროვეთ ის, აგრძელებთ თუ არა ჩვენთან ურთიერთობას, გვჭირდება თუ არა ის მომსახურების გასაწევად ან ურთიერთობის შესანარჩუნებლად, აუცილებელია თუ არა მისი შენახვა იურიდიული, ფინანსური, აუდიტის, საგადასახადო, მარეგულირებელი, დასაქმების, დაცვის მოსაზრებებით, სასამართლო დავებთან დაკავშირებით ან მტკიცებულების სახით.

მაგალითად,  დონაციის შესახებ მონაცემების შენახვა შეიძლება აუცილებელი იყოს ფინანსური აღრიცხვისა და აუდიტის მიზნებით. რეკრუტირების შესახებ მონაცემების შენახვა შეიძლება საჭირო იყოს განაცხადების დასამუშავებლად, შეკითხვებზე საპასუხოდ და იურიდიული უფლებების დასაცავად. ინფორმაცია ვებსაიტებისა და ქუქი-ფაილების შესახებ შეიძლება ინახებოდეს უფრო მოკლე და უფრო ხანგრძლივი პერიოდებით იმისდა მიხედვით, თუ რა ტექნოლოგიაა გამოყენებული და რა მიზნით შეგროვდა, როგორც ეს განსაზღვრულია „ქუქი-ფაილების პოლიტიკაში“.

შეგვიძლია შეზღუდული მოცულობის მონაცემები შევინახოთ მარკეტინგული ან ფონდების მოძიების შეტყობინებების მიღებაზე უარის თაობაზე, რათა თქვენი არჩევანი დავიცვათ. ასევე შეგვიძლია შევინახოთ შეზღუდული მოცულობის მონაცემები პეტიციებში მონაწილეობის, კამპანიების ფარგლებში განხორციელებული ქმედებების, შემოწირულებების, საჩივრების ან უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებული თხოვნების შესახებ, თუ ეს აუცილებელია ანგარიშვალდებულების, სამართლებრივი ვალდებულებების, აუდიტის მიზნებისთვის ან მტკიცებულების სახით.

ვაკანსიაზე შემოტანილი წარუმატებელი განაცხადები შეინახება შერჩევის პროცესის დასრულებიდან სამი წლის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უფრო ხანგრძლივი ვადით შენახვაა საჭიროა და ნებადართულია კანონით.

თქვენი უფლებები პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში

პერსონალური მონაცემები, რომლებსაც ჩვენ ვინახავთ, თქვენ გეკუთვნით. იმის მიხედვით, თუ სად ცხოვრობთ და როგორ ვიყენებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას, თქვენ, გაერთიანებული სამეფოს GDPR-ის, ევროკავშირის GDPR-ის ან მონაცემთა დაცვის სხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი უფლებები.

  • გეცნობოთ, როგორ ხდება თქვენი პირადი ინფორმაციის გამოყენება;
  • მოითხოვოთ იმ პერსონალური მონაცემების ასლი, რომელიც თქვენ შესახებ გვაქვს;
  • მოგვთხოვოთ არასწორი ან არასრული ინფორმაციის გასწორება;
  • მოგვთხოვოთ თქვენ შესახებ ინფორმაციის წაშლა;
  • მოგვთხოვოთ თქვენ შესახებ ინფორმაციის გამოყენების შეზღუდვა;
  • გააპროტესტოთ თქვენი მონაცემების გამოყენების ფორმა, მათ შორის იმ შემთხვევებში, როდესაც კანონიერ ინტერესებს ვეყრდნობით;
  • ნებისმიერ დროს გააპროტესტოთ პირდაპირი მარკეტინგული კომუნიკაცია, მათ შორის ფონდების მოძიების შესახებ შეტყობინებები და მასთან დაკავშირებული პროფილირება;
  • მოგვთხოვოთ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თქვენთვის ან სხვა ორგანიზაციისთვის გადაცემა, თუ გამოიყენება მონაცემთა გადატანის უფლება;
  • ნებისმიერ დროს გააუქმოთ თქვენი თანხმობა, თუ ჩვენ მას ვეყრდნობით. ეს არ იმოქმედებს იმ ქმედებებზე, რომლებიც კანონიერად განვახორციელეთ თქვენი თანხმობის გაუქმებამდე; და
  • ავტომატიზებული გადაწყვეტილების მიღებასა და პროფილირებასთან დაკავშირებული უფლებები, თუ გამოიყენება.

ეს უფლებები აბსოლუტური არ არის. ზოგჯერ შეიძლება ინფორმაციის შენახვა ან გამოყენება დაგვჭირდეს, მაგალითად, საკანონმდებლო ვალდებულების შესასრულებლად, უფლებების დასაცავად, საჩივრის განსახილველად ან სამართლებრივი პრეტენზიების დასაყენებლად, განსახორციელებლად ან დასაცავად. თუ თქვენს მოთხოვნას ვერ შევასრულებთ, მიზეზს განგიმარტავთ, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება.

გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ მხოლოდ ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის პროფილირების საფუძველზე, რომლებმაც თქვენ მიმართ იურიდიული ან მსგავსი სერიოზული შედეგების შეიძლება გამოიწვიოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს წინასწარ გეცნობებათ და ნებადართულია კანონით.  

პერსონალური მონაცემების დაცვა რეკრუტირების დროს

Amnesty International იღებს ვალდებულებას, პასუხისმგებლობით მოეკიდოს პერსონალური მონაცემების დამუშავებას რეკრუტირების დროს.

განაცხადით მოწოდებულ ინფორმაციას რეკრუტირებისა და შერჩევის პროცესის წარმართვისთვის ვიყენებთ. ეს შეიძლება მოიცავდეს თქვენი შესაფერისობის შეფასებას, ინტერვიუების ორგანიზებას ან შეფასებას, მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმებას, თქვენთან კომუნიკაციას, განაცხადთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას, იურიდიული ვალდებულებების შესრულებას და თქვენი კანონიერი უფლებების დაცვას.

განაცხადების და მათთან დაკავშირებული პროცესების მართვაში შეიძლება დავიხმაროთ რეკრუტირების სერვისის მომწოდებლები. რეკრუტირებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ გავუმჟღავნებთ მესამე პირებს სათანადო საფუძვლის გარეშე, როგორიცაა, მაგალითად, თქვენი თანხმობა, სამართლებრივი მოთხოვნა, რეკრუტირების ადმინისტრირება, რეკომენდაციების შემოწმება, უსაფრთხოების დაცვა, სამართლებრივი მოთხოვნები ან წინამდებარე პოლიტიკაში აღწერილი სხვა კანონიერი საფუძველი.

თუ გადაწყვეტთ მრავალფეროვნებასა და თანაბარ შესაძლებლობებთან დაკავშირებული მონაცემების მოწოდებას, როგორებიცაა სქესი, ასაკი, სექსუალური ორიენტაცია, რელიგია ან რწმენა, მზრუნველობაზე ვალდებულებები, შეზღუდული შესაძლებლობა, ეთნიკური წარმომავლობა ან რეგიონული კუთვნილება, ჩვენ მათ თანაბარი შესაძლებლობების, მრავალფეროვნების და ინკლუზიის პრინციპების მონიტორინგის მიზნით გამოვიყენებთ. სადაც ეს შესაძლებელია, ჩვენ ანონიმიზებულ ან აგრეგირებულ მონაცემებს ვიყენებთ.

ასევე, თუ რეკრუტირების პროცესისთვის რელევანტური და კანონით ნებადართულია, შეიძლება დავამუშაოთ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები და ინფორმაცია ნასამართლეობის შესახებ. ამაში შესაძლოა შედიოდეს თანასწორობის პრინციპის მონიტორინგი, გონივრული მისადაგების უზრუნველყოფა, მუშაობის უფლების შემოწმება, უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა, პოზიციისთვის კანდიდატის შესაფერისობის შეფასება, იურიდიული ვალდებულებების შესრულება ან სამართლებრივი პრეტენზიების განხილვა.

განაცხადის წარმოდგენის ფარგლებში შეიძლება მოგთხოვონ განცხადების დადასტურება. ამ განცხადებაში შეიძლება ეწეროს, რომ თქვენს განაცხადში მოცემული ინფორმაცია არის უტყუარი და სრული, რომ ინფორმაციის განზრახ გამოტოვება, გაყალბება ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მოწოდება გამოიწვევს განაცხადის უარყოფას ან თქვენს დათხოვნას, რომ, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დავაზუსტოთ თქვენი პროფესიული რეგისტრაციის შესახებ მონაცემები და რომ ჩვენ გვაქვს უფლება, დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული კონფიდენციალურობის პირობების შესაბამისად.

როგორ დაგვიკავშირდეთ ან ისარგებლოთ თქვენი უფლებებით

თუ გსურთ, ისარგებლოთ თქვენი უფლებით, ან გაქვთ შეკითხვები წინამდებარე პოლიტიკასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაგვიკავშირდით შემდეგი საშუალებებით:

  • ფოსტით: Amnesty International Limited, International Secretariat, 1 Easton Street, London, WC1X 0DW, UK
  • ელფოსტით: [email protected]
  • ტელეფონით: + 44 (0) 20 7413 5500

საჩივრები

თუ უკმაყოფილო ხართ იმით, თუ როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ზემოთ მოცემული საკონტაქტო მონაცემების გამოყენებით. გთხოვთ, მოგვაწოდოთ საკმარისი ინფორმაცია, რათა შევძლოთ თქვენს საჩივარში გარკვევა. საჩივრის მიღებას დაგიდასტურებთ 30 დღის განმავლობაში. მივიღებთ სათანადო ზომებს საჩივარზე ოპერატიული რეაგირებისთვის, შეგატყობინებთ განხილვის მიმდინარეობის შესახებ და გაცნობებთ შედეგს.

შეგიძლიათ ასევე საჩივარი შეიტანოთ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის უწყებაში. გაერთიანებულ სამეფოში ასეთ უწყებას წარმოადგენს Information Commissioner’s Office (ინფორმაციის კომისიონერის ოფისი):  

თუ თქვენი მონაცემების დამუშავებაზე ვრცელდება ევროკავშირის GDPR, თქვენ ასევე შეგიძლიათ საჩივრით მიმართოთ ზედამხედველ ორგანოს ევროკავშირის იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობთ, მუშაობთ ან  მიგაჩნიათ, რომ მოხდა დარღვევა.