Amnesty International იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს ვებსაიტის ისეთი ოპერირება, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა მომხმარებლისთვის. ჩვენი ვებსაიტის გაუმჯობესება უწყვეტი პროცესია და მივესალმებით გამოხმაურებას იმასთან დაკავშირებით, თუ სად და რა შეიძლება გავაუმჯობესოთ.
WCAG-ის სტანდარტებთან შესაბამისობა
Amnesty.org ნაწილობრივ აკმაყოფილებს „ვებ-კონტენტის ხელმისაწვდომობის სახელმძღვანელოს“ (WCAG) AA საფეხურის მოთხოვნებს. ვინაიდან ჩვენს საიტზე დიდი რაოდენობის გვერდები და დოკუმენტებია, უწყვეტად მიმდინარეობს ხელმისაწვდომობის სტანდარტებთან შესაბამისობის გაუმჯობესების პროცესი.
ვებსაიტის მახასიათებლები, რომლებიც ხელს უწყობს ხელმისაწვდომობას
- საიტზე ნავიგაცია შესაძლებელია კლავიატურით, ხოლო ყველა გვერდზე ხელმისაწვდომია ბმული “Skip to main content” („გადადი ძირითად კონტენტზე“).
- არსებობს ARIA ორიენტრიები, რომლებიც ხელს უწყობს ნავიგაციას დამხმარე ტექნოლოგიების გამოყენებით.
- გვერდების უმეტესობაზე მომხმარებლებს უპრობლემოდ შეუძლიათ გამოსახულების ზუმირება ან ბრაუზერის ტექსტის ზომის მნიშვნელოვნად გადიდება.
ცნობილი პრობლემები
- გვერდის სათაურები ყოველთვის არ არის გამოყენებული თანმიმდევრულად ან იერარქიულად.
- company.org-ზე განთავსებული PDF ფაილების უმეტესობა მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება WCAG და PDF/UA ხელმისაწვდომობის სტანდარტებს.
- ზოგიერთ გამოსახულებას ცუდი ფერთა კონტრასტი ან ჩაშენებული ტექსტი აქვს.
- ზოგიერთ გამოსახულებას აკლია ალტერნატიული ტექსტი. ეს უმეტესად ძველ ვებგვერდებს ეხება.
- ზოგ ვიდეოს არა აქვს აუდიოს აღწერა.
- ვიდეოების მცირე რაოდენობას არა აქვს სათაურები, სუბტიტრები, ან ტრანსკრიპტები. ზოგიერთ შემთხვევაში მათი გენერირება ავტომატურად ხდება, რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს აღწერის სიზუსტეზე.
- ჩვენი ვებსაიტის კონტენტის უმეტესობა არ არის მარტივი ინგლისურით დაწერილი და მოითხოვს ენის მაღალ დონეზე ფლობას.
- მესამე მხარის პლატფორმებიდან ჩაშენებული ზოგიერთი კონტენტი ნაკლებად ხელმისაწვდომია ვებსაიტის სხვა კონტენტთან შედარებით. ასეთი კონტენტი მოიცავს ინფოგრაფიკას, ვიდეო და აუდიომასალებს. ჩაშენებული კონტენტის ხელმისაწვდომობის პრობლემა უფრო შესამჩნევია ძველ ვებგვერდებზე. ამჟამად ვცდილობთ, შევამციროთ მესამე მხარის ჩაშენებული კონტენტის გამოყენება, განსაკუთრებით იმ პლატფორმებიდან, რომლებიც ნაკლებად ხელმისაწვდომია.
- ხელმისაწვდომობის ტექნიკური პრობლემების ჩამონათვალი, რომლებზეც ამჟამად ვმუშაობთ, იხილეთ აქ: https://github.com/amnestywebsite/humanity-theme/issues?q=is%3Aopen+is%3Aissue+label%3Aaccessibility
უკუკავშირი
თუ შეგექმნათ პრობლემა რომელიმე გვერდთან დაკავშირებით და დახმარება გჭირდებათ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

