Amnesty International-ის ვებსაიტი, როგორც ბევრი სხვა ვებსაიტი, მცირე ზომის ტექსტურ ფაილებს იყენებს, რომლებსაც ქუქი-ფაილები ეწოდება. წინამდებარე დოკუმენტში მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის ქუქი-ფაილი, რა ტიპის ქუქი-ფაილებს იყენებს Amnesty International და როგორ შეიძლება მათი გაკონტროლება.
თუ გსურთ ქუქი-ფაილების შეზღუდვა ან დაბლოკვა, ამას თქვენი ინტერნეტ ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით შეძლებთ – დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ამ ბმულზე www.aboutcookies.org
1. რა არის ქუქი-ფაილი?
ქუქი-ფაილები (Cookies) ტექსტური ფაილებია, რომლებიც მცირე მოცულობის ინფორმაციას შეიცავს და ჩამოიტვირთება თქვენს მოწყობილობაში, როდესაც კონკრეტულ ვებსაიტზე შედიხართ. შედეგად, თითოეული ვიზიტის დროს, ქუქი-ფაილი იგზავნება უკან იმ ვებსაიტზე, რომელმაც ის შექმნა, ან სხვა ვებსაიტზე, რომელიც ამ ქუქი-ფაილს ცნობს. ქუქი-ფაილები ფართოდ გამოიყენება, რადგან მათი მეშვეობით ვებსაიტს შეუძლია მომხმარებლის მოწყობილობის ამოცნობა და შესაბამისად, ფუნქციონირების გაუმჯობესება.
დამატებითი ინფორმაცია ქუქი-ფაილების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.allaboutcookies.org/. წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებული ზოგიერთი განსაზღვრება მოცემულია ქვემოთ, მე-5 ნაწილში.
2. როგორ იყენებს Amnesty International ქუქი-ფაილებს?
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს იმისთვის, რომ:
- შევაგროვოთ სტატისტიკური მონაცემები ჩვენი ვებსაიტის გამოყენებისა და მისი ფუნქციონირების შესახებ, რათა თვალი ვადევნოთ და გავაუმჯობესოთ იგი;
- გავუადვილოთ მომხმარებელს ნავიგაცია ჩვენს ვებსაიტზე, მათ შორის მივცეთ რეგისტრირებულ მომხმარებლებს წვდომა ჩვენი ვებსაიტის დაცულ განყოფილებებთან;
- შევძლოთ ჩვენი რეკლამის ოპტიმიზაცია მესამე მხარის სარეკლამო პლატფორმებზე, როგორიც სოციალური ქსელებია; და
- შევძლოთ მავნე ტრაფიკის შემცირება შემოწირულებების გვერდებზე.
3. რა ტიპის ქუქი-ფაილებს იყენებს Amnesty International?
ჩვენ მიერ გამოყენებული ქუქი-ფაილების სრული ჩამონათვალი მოცემულია ქვემოთ, მე-6 ნაწილში წარმოდგენილ ცხრილში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი ქუქი-ფაილი შეიძლება განათავსოს კონტენტის გარე მომწოდებელმა ჩვენს საიტში ჩაშენებულ კონტენტში. ჩვენ ვახორციელებთ ყველა ქუქი-ფაილის გამოყენების აუდიტს და ცვლილებების შესაბამისად განვაახლებთ წარმოდგენილ ცხრილს.
4. როგორ ვაკონტროლოთ ქუქი-ფაილები
თუ არ გსურთ ქუქი-ფაილების მიღება, თქვენი ვებბრაუზერის პარამეტრები შეგიძლიათ შეცვალოთ ისე, რომ შეიზღუდოს ან დაიბლოკოს მათი მიღება. ყველა თანამედროვე ბრაუზერი საშუალებას იძლევა, შეცვალოთ ქუქი-ფაილების პარამეტრები, რომლებიც, ჩვეულებრივ, მოცემულია თქვენი ბრაუზერის „Options“, ან „Preferences“ მენიუში. ამ პარამეტრებში უკეთ გასარკვევად გადადით შემდეგ ბმულზე www.aboutcookies.org
თუ აირჩევთ ქუქი-ფაილების უარყოფას, თქვენ ვეღარ შეძლებთ ჩვენი ვებსაიტის ყველა ინტერაქციული ფუნქციის გამოყენებას.
5. ტერმინთა განმარტებები
პირველი მხარის / მესამე მხარის ქუქი-ფაილი
აღნიშნავს ვებ-დომენს, რომელიც ათავსებს ქუქი-ფაილებს. პირველი მხარის ქუქი-ფაილები არის ფაილები, რომლებსაც ათავსებს ის ვებსაიტი, რომელსაც მომხმარებელი იმ მომენტში სტუმრობს, ანუ ბრაუზერის URL ფანჯარაში მითითებული ვებსაიტი. მესამე მხარის ქუქი-ფაილები კი არის ქუქი-ფაილები, რომლებსაც ათავსებს სხვა დომენი და არა ის, რომელსაც მომხმარებელი სტუმრობს. მაგალითად, თუ მომხმარებელი სტუმრობს ერთ ვებსაიტს, მაგრამ ქუქი-ფაილებს სხვა ორგანიზაციული ერთეული ათავსებს ამ ვებსაიტის მეშვეობით, ეს იქნება მესამე მხარის ქუქი-ფაილები.
მუდმივი ქუქი-ფაილი
ეს ქუქი-ფაილი რჩება მომხმარებლის მოწყობილობაზე იმ ვადით, რაც განსაზღვრულია ამ ქუქი-ფაილში. ის აქტიურდება ყოველ ჯერზე, როდესაც მომხმარებელი შედის იმ ვებსაიტზე, რომელმაც ეს კონკრეტული ქუქი-ფაილი შექმნა.
სესიის ქუქი-ფაილი
ეს ქუქი-ფაილი საშუალებას აძლევს ვებსაიტის ოპერატორებს დააკავშირონ მომხმარებლის ქმედებები ბრაუზერის ერთი სესიის განმავლობაში. ბრაუზერის სესია იწყება მაშინ, როდესაც მომხმარებელი ხსნის ბრაუზერს და სრულდება მაშინ, როდესაც ის ხურავს მას. სესიის ქუქი-ფაილები იქმნება დროებით და იშლება ბრაუზერის დახურვისთანავე.
პიქსელის ტეგები
პიქსელის ტეგი ტექნიკურად არ წარმოადგენს ქუქი-ფაილს, თუმცა მსგავსი ტიპის ტექნოლოგიაა, რომელიც განთავსებულია ვებსაიტზე ან ელფოსტის შიგნით, რათა თვალი ადევნოს აქტივობებს ვებსაიტზე ან როდის მოხდა ელფოსტის გახსნა ან მასთან წვდომა. იგი ხშირად გამოიყენება ქუქი-ფაილებთან ერთად. შეგროვებული ინფორმაცია ანონიმურია.
6. Amnesty International-ის მიერ გამოყენებული ქუქი-ფაილების სრული ჩამონათვალი
ქვემოთ მოცემულია იმ ქუქი-ფაილების სრული ჩამონათვალი, რომლებსაც www.amnesty.org ათავსებს.
ა) ქუქი-ფაილები, რომლებსაც ათავსებს ჩვენი ვებსაიტის კონტენტის მართვის სისტემა (CMS)
| ქუქი-ფაილი | მიზანი / დამატებითი ინფორმაცია | დასახელება | ვადა |
| Cookie Agreement | ეს ქუქი-ფაილი ვებგვერდთან ინტერაქციისთანავე თავსდება და ინახავს მომხმარებლის თანხმობის პარამეტრებს. | CookieControl | 90 დღე |
ბ) პირველი მხარის ქუქი-ფაილები, რომლებსაც ათავსებს ჩვენი ვებსაიტი
| ქუქი-ფაილი | მიზანი / დამატებითი ინფორმაცია | დასახელება | ვადა |
| Google Analytics | Amnesty International მხარს უჭერს საიტის ფარგლებში Google Analytics-ის გამოყენებას, რათა შევძლოთ ჩვენს ვებსაიტზე აქტივობების თვალის დევნება. Google Analytics-ის ქუქი-ფაილები ანონიმური ფორმით აგროვებს სტანდარტულ ინფორმაციას ინტერნეტ-აქტივობის შესახებ და ინფორმაციას ვიზიტორთა ქცევის შესახებ. დამატებითი ინფორმაცია. | _ga | 2 წელი |
| Google Analytics | _gid | 1 დღე | |
| Google Analytics | _gat | 1 წუთი | |
| Google Tag Manager | Google Tag Manager არის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ტეგის ჩასატვირთად, როგორიც არის Google Analytics. დამატებითი ინფორმაცია. | ქუქი-ფაილი არ განთავსდება | |
| Google Adsense | გამოიყენება Google რეკლამებზე მომხმარებლის გადმოყვანის მონაცემების შენახვისა და თვალის დევნებისთვის. | _gcl_au | 90 დღე |
| გამოიყენება ვებსაიტებზე ვიზიტორთა შენახვისა და თვალის დევნებისთვის. | _fbp | 90 დღე | |
| Engaging Networks | გამოიყენება პეტიციის გვერდის სესიების თვალის დევნებისთვის. სესიები შეიძლება მოიცავდეს ფორმის მონაცემებს, გვერდის მდგომარეობას, დასაზუსტებელი შეკითხვის პარამეტრებს და ინფორმაციას ავთენტიფიკაციისთვის | en_sessionId | 1 საათი |
| WooCommerce | ეს ქუქი-ფაილები, რომლებიც შემოწირულების გაღების მსურველთათვის თავსდება, ეხმარება მომხმარებელს უსაფრთხოდ ჩარიცხოს თანხა. | woocommerce_cart_hash woocommerce_items_in_cart | სესია |
| WooCommerce | თავსდება შემოწირულების გაღების მსურველი მომხმარებლებისათვის. | wp_woocommerce_session | 2 დღე |
| Stripe | ეს ქუქი-ფაილი, რომელიც შემოწირულების გაღების მსურველთათვის თავსდება, ეხმარება მომხმარებელს უსაფრთხოდ ჩარიცხოს თანხა. | __stripe_mid | 1 წუთი |
| Stripe | ეს ქუქი-ფაილი, რომელიც შემოწირულების გაღების მსურველთათვის თავსდება, ეხმარება მომხმარებელს უსაფრთხოდ ჩარიცხოს თანხა. | __stripe_sid | 30 წუთი |
| WordPress | ეს ქუქი-ფაილი, რომელიც შემოწირულების გაღების მსურველთათვის თავსდება, ეხმარება მომხმარებელს, უსაფრთხოდ დარჩეს სისტემაში. | wordpress_sec_ | 15 დღე |
| WordPress | ეს ქუქი-ფაილი, რომელიც შემოწირულების გაღების მსურველთათვის თავსდება, ეხმარება მომხმარებელს, დარჩეს სისტემაში. | wordpress_logged_in | 15 დღე |
| ქუქი-ფაილი | მიზანი / დამატებითი ინფორმაცია | დასახელება | დომენი | ვადა |
| AWS | Amazon Web Services-ის დატვირთვის დამაბალანსებელი ქუქი-ფაილი, როდესაც საჭიროა ქუქი-ფაილის განთავსება სხვა დომენის გამოყენებით. | AWSALBCORS | join.amnesty.org | 7 დღე |
| AWS | Amazon Web Services-ის დატვირთვის დამაბალანსებელი | AWSALB | join.amnesty.org | 7 დღე |
| Google რეკლამების ჩვენება, პოტენციური მომხმარებლის უკან მობრუნება და პრეფერენციები | NID | Google.com | 6 თვე | |
| ადგენს თანხმობის პარამეტრს Google-ის საიტთან ინტერაქციებისთვის | CONSENT | Google.com Youtube.com | 2 წელი | |
| ადგენს, შეიძლება თუ არა ქუქი-ფაილის განთავსება | test_cookie | Google.com Doubleclick.net | 30 წუთი | |
| თვალის მიდევნება | DV | www.google.com | 1 წელი | |
| თვალის მიდევნება | 1p_JAR | Google.com | 1 თვე | |
| GRECAPTCHA | გამოიყენება შემოწირულების გვერდებზე ვებსაიტის ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად | _ GRECAPTCHA | Recaptcha.net (Google) | 6 თვე |
| YouTube | ადგენს ადგილმდებარეობის და პრეფერენციების პარამეტრებს | PREF | Youtube.com | 1 წელი |
| YouTube | ინახავს და თვალს ადევნებს ინტერაქციებს | YSC | Youtube.com | სესია |
| Google Analytics | იხილეთ ზევით Google Analytics | _ga | join.amnesty.org | 2 წელი |
| Google Analytics | იხილეთ ზევით Google Analytics | _gid | join.amnesty.org | 1 დღე |
| VWO | ოპტიმიზაციის და ტესტირების პლატფორმა | _vwo | join.amnesty.org | 1 წელი |
| Engaging Networks | Java ქუქი-ფაილი | JSESSIONID | join.amnesty.org | სესია |
ჩვენ ვიყენებთ Facebook-ის პიქსელის ტეგებს. პიქსელის ტეგებს ვიყენებთ იმისთვის, რომ თვალი ვადევნოთ სოციალური მედიის საიტებიდან ჩვენს ვებსაიტზე მომხმარებლის გადმოყვანას. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ისთვის Facebook-ზე აქ.
7. ქუქი-ფაილების სრული ჩამონათვალი, რომლებსაც იყენებს Amnesty International Decoders
ქვემოთ მოცემულია ქუქი-ფაილების სრული ჩამონათვალი, რომლებსაც decoders.amnesty.org განათავსებს.
| ქუქი-ფაილი | მიზანი / დამატებითი ინფორმაცია | დასახელება | ვადა |
| Cookie Agreement | იქმნება, როდესაც დააჭერთ ღილაკს ‘OK to Continue’ („დიახ, გააგრძელეთ“) ქუქი-ფაილის შეტყობინებაში, რომელიც ვებგვერდის თავში ჩანს. მალავს ქუქი-ფაილების შეტყობინებას შემდგომი ვიზიტებისას. | CookieControl | 90 დღე |
Amnesty Decoders იყენებს ქუქი-ფაილებს თქვენი როგორც მომხმარებლის ავთენტიფიკაციისთვის. ეს შესაძლებლობას აძლევს ჩვენს Amnesty Decoder ინტერფეისს მიიღოს ტოკენი, შეინახოს ის თქვენი ბრაუზერის სესიაში და მოახდინოს თქვენი როგორც მომხმარებლის ავთენტიფიკაცია.
im_access_token
7 დღე
| ქუქი-ფაილი | მიზანი / დამატებითი ინფორმაცია | დასახელება | ვადა |
| Google Analytics | Amnesty International და Amnesty Decoders მხარს უჭერენ საიტის ფარგლებში Google Analytics-ის გამოყენებას, რათა შევძლოთ ჩვენს ვებსაიტზე აქტივობების თვალის დევნება. Google Analytics-ის ქუქი-ფაილები ანონიმური ფორმით აგროვებს სტანდარტულ ინფორმაციას ინტერნეტ-აქტივობის შესახებ და ინფორმაციას ვიზიტორთა ქცევის შესახებ. დამატებითი ინფორმაცია. | _ga | 2 წელი |
| _gat | 10 წუთი | ||
| Google Tag Manager | Google Analytics განთავსდება Google Tag Manager-ის მეშვეობით. დამატებითი ინფორმაცია. | _dc_gtm | 10 წუთი |
| Microsoft Azure | უზრუნველყოფს ყველა მოთხოვნის დამუშავებას ქლაუდ სერვერის ერთსა და იმავე ერთეულზე | ARRAffinity | სესია |
| Visual Web Optimizer | Visual Web Optimizer შესაძლებლობას გვაძლევს, დავტესტოთ ჩვენი ვებსაიტის დიზაინის ვარიანტები. ქუქი-ფაილები გვატყობინებენ, ვებსაიტის რომელი ვერსია ნახეთ. ყველა ინფორმაცია ანონიმურად ინახება. დამატებითი ინფორმაცია. | _vis_opt_exp | 100 დღე |
| _vis_opt_s | 100 დღე | ||
| _vis_opt_test_cookie | სესია | ||
| _vwo_uuid | 100 დღე | ||
| _vis_opt_out | 100 დღე | ||
| Amnesty Campaigns | Amnesty Campaigns იყენებს ქუქი-ფაილს იმ ინფორმაციის დროებით შესანახად, რომელსაც მომხმარებელი კამპანიაში მონაწილეობისას მიუთითებს: სახელი, ელფოსტის მისამართი და ქვეყანა. ეს ქუქი-ფაილები ნარჩუნდება იმისთვის, რომ მომხმარებელს არ მოუხდეს ამ ინფორმაციის ხელახლა შეყვანა და შეეძლოს შემდგომი მოქმედებების სწრაფად შესრულება. ეს ქუქი-ფაილი ნარჩუნდება მომხმარებლის მიერ ბრაუზერის სესიის დახურვამდე. | CampaignUserDetails | სესია |
| Amnesty Decoders | Amnesty Decoders-ის ამოცანების დისპეტჩერი იყენებს ქუქი-ფაილებს, რათა მართოს თქვენი სესია პროექტის ამოცანების გვერდებზე. | task_session | 3 თვე |
| Amnesty Decoders-ის იდენტობის მართვის სისტემა იყენებს ქუქი-ფაილებს, რათა მართოს თქვენი სესია საიტზე. ეს ქუქი-ფაილები გამოიყენება Amnesty Decoders-ის იდენტობის მართვის სისტემაში შესვლისა და ამ სისტემიდან გამოსვლისთვის. | im_session | ბრაუზერის დახურვამდე | |
| Amnesty Decoders-ის სადისკუსიო ფორუმი იყენებს ქუქი-ფაილებს, რათა მართოს თქვენი სესია საიტზე. ეს ქუქი-ფაილები გამოიყენება Amnesty Decoders-ის სადისკუსიო ფორუმზე შესვლისა და იქიდან გამოსვლისთვის. | _t | 2 თვე | |
| Amnesty Decoders-ის სადისკუსიო ფორუმის პროგრამული უზრუნველყოფის ბიბლიოთეკა ამ სესიის ქუქი-ფაილს ინახავს ფუნქციონირების მიზნებისთვის. | _forum_session | ბრაუზერის დახურვამდე | |
| Amnesty Decoders იყენებს ქუქი-ფაილებს, რათა დაიმახსოვროს ზოგ ტექსტურ ველში შეყვანილი მონაცემები. ეს ქუქი-ფაილები გამოიყენება იმისთვის, რომ მომხმარებელს არ დასჭირდეს ისეთი მონაცემების ხელმეორედ შეყვანა, რომლებიც, დიდი ალბათობით, არ იცვლება (მაგ., მომხმარებლის სახელი სისტემაში შესვლის დროს). | task_remember_token | 3 თვე | |
| Amnesty Decoders იყენებს ქუქი-ფაილებს, რათა დაიმახსოვროს, სურთ თუ არა მომხმარებლებს Amnesty International-ის ქუქი-ფაილების მიღება. ამ ქუქი-ფაილების მეშვეობით ეს პლატფორმა იმახსოვრებს, რას ამჯობინებს მომხმარებელი – ქუქი-ფაილების აქტივიზაციას თუ დე-აქტივიზაციას. | Amnesty International_accept_cookies | 3 თვე | |
| Amnesty Decoders იყენებს ქუქი-ფაილებს თქვენი როგორც მომხმარებლის ავთენტიფიკაციისთვის. ეს შესაძლებლობას აძლევს ჩვენს Amnesty Decoder ინტერფეისს მიიღოს ტოკენი, შეინახოს ის თქვენი ბრაუზერის სესიაში და მოახდინოს თქვენი როგორც მომხმარებლის ავთენტიფიკაცია. | im_access_token | 7 დღე |
გ) მესამე მხარის ქუქი-ფაილები, რომლებსაც ათავსებს ჩვენი ვებსაიტი
| ქუქი-ფაილი | მიზანი / დამატებითი ინფორმაცია | დასახელება |
| YouTube | ჩვენს ვებსაიტზე ზოგჯერ ხდება ვიდეოების ჩაშენება YouTube-დან. YouTube-ის მიერ ქუქი-ფაილების გამოყენება რეგულირდება Google-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკით. დამატებითი ინფორმაცია. ამ ქუქი-ფაილების ვადები მერყეობს 1 სესიიდან 10 წლამდე. | VISITOR_ INFO1_LIVE |
| demographics | ||
| use_hitbox | ||
| Activity | ||
| SID | ||
| HSID | ||
| PREF |
ჩვენ ვიყენებთ Facebook-ის და Twitter-ის პიქსელის ტეგებს, რათა თვალი ვადევნოთ მომხმარებლის გადმოყვანას სოციალური მედიის საიტებიდან ჩვენს ვებსაიტზე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ Facebook-ზე აქ და Twitter-ზე აქ.

