ვებსაიტით სარგებლობის პირობები

1. პირობების შესახებ

წინამდებარე პირობებით რეგულირდება თქვენ მიერ ჩვენი ვებსაიტის და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ისეთი გვერდის, ფორმის, კამპანიის, პეტიციის, დონაციის გვერდის, რეგისტრაციის გვერდის ან ონლაინ სერვისის გამოყენება, რომლებსაც ჩვენ ვმართავთ და რომლებიც შეიცავს წინამდებარე პირობების ბმულს (ერთობლივად, „საიტი“)

ისინი არ ვრცელდება იმ ვებსაიტებსა თუ სერვისებზე, რომლებსაც Amnesty International-ის ორგანიზაციები ან მესამე მხარეები მართავენ, თუ ასეთ ვებსაიტებსა და სერვისებზე არ არის მითითებული, რომ მათზე წინამდებარე პირობები ვრცელდება. აღნიშნულ ორგანიზაციებს შესაძლოა ჰქონდეთ თავიანთი პირობები.

ჩვენი საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე პირობებს. თუ არ ეთანხმებით, გთხოვთ, არ გამოიყენოთ საიტი.

წინამდებარე პირობები შეიძლება განვაახლოთ პერიოდულად. გთხოვთ იხილეთ მე-15 პარაგრაფი.

2. ჩვენ შესახებ

ამ საიტს მართავს Amnesty International Limited (კომპანიის ნომერი 01606776), ინგლისსა და უელსში რეგისტრირებული კომპანია, რომლის იურიდიული ოფისი მდებარეობს ლონდონში შემდეგ მისამართზე: 1 Easton Street, London WC1X 0DW, United Kingdom.

როდესაც ვამბობთ „Amnesty International“, „ჩვენ“, „ჩვენი“ და „ჩვენს“, ვგულისხმობთ Amnesty International Limited-ს.

3. ჩვენი საიტის გამოყენება

თქვენ თანახმა ხართ, გამოიყენოთ ჩვენი საიტი კანონიერად და პასუხისმგებლობით. ეს ნიშნავს, რომ თქვენ:

  • არ შეუშლით ხელს საიტის ფუნქციონირებას ან უსაფრთხოებას
  • არ შეეცდებით, მოიპოვოთ უნებართვო წვდომა განყოფილებებსა და სისტემებზე
  • არ განათავსებთ ვირუსებს, მავნე კოდებს ან საზიანო მასალებს
  • არ გამოიყენებთ საიტს ისეთი ფორმით, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ჩვენს საქმიანობას, მომხმარებლებსა ან რეპუტაციას
  • არ წარმოაჩენთ თავს სხვა პირად ან ორგანიზაციად, ან არ შექმნით მცდარ წარმოდგენას Amnesty International-თან თქვენი კავშირის შესახებ
  • არ გამოიყენებთ უნებართვოდ Amnesty International-ის სახელებს, ლოგოებს, სასაქონლო ნიშნებს ან კონტენტს ისეთი ფორმით, რომელიც შეცდომაში შემყვანი იქნება ან დატოვებს მხარდაჭერის მცდარ შთაბეჭდილებას
  • არ გამოიყენებთ ავტომატიზებულ ინსტრუმენტებს, მონაცემთა ავტომატური შეგროვების (scraping), მონაცემთა მოპოვების (data-mining) ან ანალოგიურ ტექნოლოგიებს კონტენტთან ან მონაცემებთან წვდომის, მათი კოპირების, მონიტორინგის ან საიტიდან მათი ამოღების მიზნით, თუ ეს ჩვენ მიერ ან კანონით არ არის ნებადართული
  • საიტიდან არ შეაგროვებთ, არ მოიპოვებთ ან ბოროტად არ გამოიყენებთ პერსონალურ მონაცემებს ან საკონტაქტო ინფორმაციას
  • არ მოახდენთ პეტიციების, კამპანიების ფარგლებში დაგეგმილი აქციების, ფორმების, რეგისტრაციების, შემოწირულებების ან საიტის სხვა ფუნქციებით მანიპულირებას, მათ შორის ყალბი, ავტომატიზებული, დუბლირებული ან შეცდომაში შემყვანი მონაცემების შეყვანით
  • არ შეეცდებით, გვერდი აუაროთ უსაფრთხოების კონტროლის ზომებს, წვდომის კონტროლის ზომებს, მოთხოვნების სიხშირის ლიმიტებს (rate limits) ან სხვა დამცავ ზომებს.

როდესაც გონივრული საფუძველი გვაქვს, ვივარაუდოთ, რომ წინამდებარე პირობები დაირღვა ან აუცილებელია ჩვენი საიტის, მომხმარებლების, სისტემებისა და საქმიანობის დასაცავად, შეგვიძლია, დავბლოკოთ, დროებით შევაჩეროთ ან სხვაგვარად შევზღუდოთ ვებსაიტზე წვდომა, მათ შორის, შევზღუდოთ მოთხოვნების გაგზავნის სიხშირე ან მოვითხოვოთ დამატებითი ვერიფიკაციის გავლა. თქვენ არ უნდა სცადოთ უსაფრთხოების ამ ზომების გვერდის ავლა.

თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა ჩვენ მიერ განცდილ ზარალზე, რომელიც თქვენ მიერ ამ პირობების დარღვევის ანდა საიტის ბოროტად გამოყენების პირდაპირ და განჭვრეტად შედეგს წარმოადგენს.

4. ბავშვები და არასრულწლოვანები

ჩვენი საიტი არ არის კონკრეტულად ბავშვებისთვის გამიზნული მაგრამ გვესმის, რომ ბავშვებსა და არასრულწლოვანებს შეიძლება აღელვებდეთ ადამიანის უფლებები და სურდეთ ჩვენს საქმიანობაში მონაწილეობა.

თუ 13 წლამდე ასაკისა ხართ, გთხოვთ, არ მოგვაწოდოთ თქვენი პერსონალური მონაცემები მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე. თუ 13-დან 18 წლამდე ასაკისა ხართ, მოგიწოდებთ, დაეკითხოთ თქვენს მშობელს ან მეურვეს, სანამ გაგვიზიარებთ პერსონალურ მონაცემებს, გააკეთებთ შემოწირულებას, დარეგისტრირდებით აქტივობებისთვის ან მათში მიიღებთ მონაწილეობას. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გამოვიყენო დამატებითი დაცვის მექანიზმები ან შევზღუდოთ გარკვეული ფუნქციები.

5. ჩვენი საიტის კონტენტი

ჩვენი საიტი შექმნილია, რათა

  • მოგაწოდოთ ინფორმაცია ადამიანის უფლებების დაცვის საკითხების და Amnesty International-ის საქმიანობის შესახებ; და
  • შესაძლებლობა მისცეს ხალს, ჩაერთოს ჩვენს კამპანიებში, აქციებსა და სხვა აქტივობებში.

ჩვენი საიტის კონტენტის მიზანი ზოგადი ინფორმირება და საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობაა. ჩვენ ვისწრაფვით, უზრუნველვყოთ მასალების სიზუსტე და აქტუალობა, მაგრამ არ ვიძლევით გარანტიას, რომ  ისინი ყოველთვის სრული, ზუსტი, აქტუალური ან შესაფერისი იქნება კონკრეტულად თქვენი ვითარებისთვის.

ჩვენ არ გაძლევთ გარანტიას, რომ რომელიმე კამპანია, პეტიცია, აქცია ან ღონისძიება მიაღწევს კონკრეტულ მიზანს.

არ გამოიყენოთ ჩვენი კონტენტი პროფესიული რჩევის ნაცვლად.

6. მომხმარებლის კონტენტი

ჩვენი საიტის ზოგიერთი გვერდი საშუალებას გაძლევთ, გამოაქვეყნოთ ან გააზიაროთ კონტენტი (მაგალითად, კომენტარები, კამპანიის ფარგლებში განხორციელებული ქმედებები, პეტიციის შეტყობინებები, ფოტოები, ისტორიები, რეგისტრაციები ან სხვა სახის მასალა).

როდესაც ამას აკეთებთ, თქვენ ადასტურებთ, რომ კონტენტი:

  • თქვენ გეკუთვნით ან გაქვთ მისი გამოყენების ნებართვა;
  • არ არის უკანონო, საზიანო, შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური ან შეცდომაში შემყვანი;
  • არ ლახავს სხვა პირის უფლებებს;
  • არ შეიცავს სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი გაზიარების კანონიერი საფუძველი და შესაბამისი პირის ნებართვა გაქვთ;
  • არ გიქმნით თქვენ და სხვა პირებს  უსაფრთხოების, დაცვის, სამართლებრივ ან სხვა სახის სერიოზულ რისკებს

თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი იმ კონტენტზე, რომელსაც აზიარებთ. გთხოვთ, არ მოგვაწოდოთ კონფიდენციალური ინფორმაცია ან ისეთი ინფორმაცია, რამაც შეიძლება თქვენ ან სხვა პირს საფრთხე შეუქმნას, თუ არ გვითხოვია ასეთი ინფორმაციის უსაფრთხო და შესაბამისი არხის მეშვეობით მოწოდება.

ჩვენ შეიძლება წავშალოთ კონტენტი ან შევზღუდოთ მასზე წვდომა, თუ ის წინამდებარე პირობებს არღვევს ან სხვამხრივ არის შეუსაბამო.

თქვენ Amnesty International-ს ანიჭებთ არაექსკლუზიურ, მსოფლიო მასშტაბით მოქმედ და უსასყიდლო უფლებას, განათავსოს, გამოიყენოს, გადაიღოს ასლი, შეინახოს, გამოაქვეყნოს, დაარედაქტიროს, თარგმნოს, მოდერაცია გაუწიოს, დააარქივოს და გააზიაროს თქვენ მიერ წარმოდგენილი კონტენტი, როდესაც ეს აუცილებელია კამპანიების ჩატარების, ადვოკატირების, კვლევის, ანგარიშგების, საგანმანათლებლო ღონისძიებების, ფონდების მოძიების, რეკლამირების, მოდერაციის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, იურიდიული ვალდებულებების შესრულების, აღრიცხვის წარმოების, საოპერაციო და ტექნიკური ხასიათის მიზნებისთვის. ჩვენ გავითვალისწინებთ უსაფრთხოების საკითხებს, კონტექსტს, ასევე, შერჩეულ პარამეტრებსა და ნებართვებს, რომლებსაც კონტენტის წარმოდგენისას მიუთითებთ.

7. ინტელექტუალური საკუთრება

თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, ჩვენს ვებგვერდზე განთავსებულ კონტენტზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ეკუთვნის Amnesty International-ს, მის ლიცენზიარებს ან უფლებათა სხვა მფლობელებს.

ყველა უფლება Amnesty International-ის სახელებზე, ლოგოებზე და სასაქონლო ნიშნებზე დაცულია. დაუშვებელია მათი გამოყენება ჩვენი ნებართვის გარეშე.

თქვენ გაქვთ უფლება, დაათვალიეროთ საიტი და ჩამოტვირთოთ ან ამობეჭდოთ კონტენტის ფრაგმენტები სათანადო მოცულობით მხოლოდ პირადი, არაკომერციული მიზნით  გამოყენებისთვის, იმ პირობით, რომ უცვლელად შეინარჩუნებთ ყველა განცხადებას საავტორო უფლებების, სასაქონლო ნიშნების, წყაროს/ავტორის მითითებისა და სხვა უფლებების შესახებ და არ გამოიყენებთ კონტენტს შეცდომაში შემყვანი ან საზიანო ფორმით. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ჩვენ მიერ არის ნებადართული ან ამას მოქმედი ლიცენზია ითვალისწინებს, თქვენ არა გაქვთ უფლება, გამოიყენოთ ჩვენი კონტენტი მონაცემთა ავტომატური შეგროვების (scraping), მონაცემთა მოპოვების (data mining), ხელოვნური ინტელექტის სისტემების გაწვრთნის თუ კომერციული მიზნებით, წაშალოთ მასზე არსებული უფლებების შესახებ განცხადებები ან გამოიყენოთ იგი ისეთი ფორმით, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს Amnesty International მხარს გიჭერთ თქვენ ან მხარს უჭერს თქვენს ორგანიზაციას, პროდუქტებს, მომსახურებას, მოსაზრებებს ან აქტივობებს.

8. ნებართვები და Creative Commons-ის ლიცენზიით ხელმისაწვდომი კონტენტი

Amnesty International-ის კონტენტის ნაწილი შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს Creative Commons 4.0-ის ლიცენზიის ან სხვა ნებართვის საფუძველზე, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ მითითებულია ჩვენს ნებართვების გვერდზე ან უშუალოდ შესაბამის მასალაზე.

თუ ასეთ კონტენტს იყენებთ, ვალდებული ხართ, დაიცვათ შესაბამისი ლიცენზიის ან ნებართვის პირობები. მათ შორის შეიძლება იყოს წყაროს/ავტორის სათანადოდ მითითება, კონტენტის ადაპტირებასა ან მის კომერციულ გამოყენებაზე დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვის დაცვას, აგრეთვე ნებისმიერი გამონაკლისის დაცვა.

Creative Commons-ის ლიცენზიები არ ვრცელდება Amnesty International-ის სახელებზე, ლოგოებსა და სასაქონლო ნიშნებზე, მესამე პირების კონტენტზე, იმ კონტენტზე, რომლის ავტორობა სხვა პირებს ეკუთვნით, პერსონალურ მონაცემებზე, პროგრამულ უზრუნველყოფასა ან კოდზე, ისეთ კონტენტზე, რომელიც მკაფიოდ არის მითითებული, რომ უნდა გამოირიცხოს,  ან ნებისმიერ ისეთ გამოყენებაზე, რომელმაც შეიძლება საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს Amnesty International-ის პოზიციის ან მხარდაჭერის შესახებ.

თუ სარგებლობთ ჩვენს საიტზე განთავსებული ინფორმაციით, დაფიქრდით შემოწირულების გაღების შესაძლებლობაზე, რომ მხარი დაუჭიროთ Amnesty International-ის მომავალ კვლევებსა და კამპანიებს.

9. ბმულები და მესამე მხარის სერვისები

ჩვენი საიტი შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ვებსაიტებზე გადასასვლელ ბმულები ან ინტეგრირებული იყოს მესამე მხარის ვებსაიტებთან, სოციალურ ქსელებთან, ვიდეოპლატფორმებთან, ღონისძიებების პლატფორმებთან, გადახდის სერვისების პროვაიდერებთან, პეტიციების პლატფორმებთან ან სხვა სერვისებთან.

ისინი მოცემულია მხოლოდ ნავიგაციის გაადვილების და ჩართულობის გაზრდის მიზნით. ჩვენ არ ვაკონტროლებთ ასეთი მესამე მხარის სერვისებს და არ ვართ პასუხისმგებელი მათ კონტენტზე, ხელმისაწვდომობაზე, უსაფრთხოებაზე, მათ მიერ შემოთავაზებულ სერვისებზე ან მათ მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების მეთოდებზე. ასეთ შემთხვევებში მოქმედებს მათი პირობები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

10. კონფიდენციალურობა და მონაცემთა დაცვა

როდესაც ჩვენს საიტს იყენებთ, ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ და გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი „კონფიდენციალურობის პოლიტიკის“ და „ქუქი ფაილების პოლიტიკის“ შესაბამისად.

ასეთ მონაცემებს შორისაა ისეთი ტექნიკური ინფორმაცია, როგორიცაა IP მისამართი, მოწყობილობის და ბრაუზერის ტიპი, საოპერაციო სისტემა, მონახულებული გვერდები, ბმულები, რომლებზეც გადახვედით, მონახულების თარიღი და დრო, ქუქი-ფაილების იდენტიფიკატორები და მსგავსი ონლაინ იდენტიფიკატორები. გარდა ამისა, ეს მონაცემები შეიძლება გადახდის მომსახურების ჩვენმა გარე მომწოდებლებმა შეაგროვონ მათივე პირობების შესაბამისად.

11. შემოწირულებები, გადახდები და რეგისტრაცია

საიტის ზოგიერთ გვერდზე შესაძლებლობა გეძლევათ, გააკეთოთ შემოწირულება ან შეასრულოთ სხვა სახის გადახდა, ან დარეგისტრირდეთ ღონისძიებების, აქტივობებისა თუ სერვისებისთვის. გთხოვთ, მიჰყვეთ ასეთ დროს მოცემულ ინსტრუქციებს.  

გადახდებს შეიძლება ამუშავებდნენ გადახდის სერვისების გარე პროვაიდერები, ბანკები ან პლატფორმები. ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია, მათი გამოყენების პირობები და კონფიდენციალურობის წესებიც ვრცელდებოდეს. ჩვენ არ ვინახავთ თქვენი საბანკო ბარათის სრულ მონაცემებს.

შეგვიძლია, უარვყოთ, გავაუქმოთ, დავაბრუნოთ ან შევაჩეროთ შემოწირულებები, გადახდები, რეგისტრაციები ან სხვა ქმედებები, თუ გონივრული საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ეს აუცილებელია შეცდომის, სავარაუდო თაღლითობის, ბოროტად გამოყენების, სამართლებრივი შეზღუდვის, უსაფრთხოების საკითხის, შესაბამისობის კრიტერიუმთან დაკავშირებული პრობლემის ან წინამდებარე პირობების დარღვევის გამო.

12. მონიტორინგი და უსაფრთხოება

ჩვენი საიტის, მომხმარებლების, სისტემებისა და საქმიანობის დაცვის მიზნით შეიძლება მონიტორინგი ვაწარმოოთ საიტის გამოყენებასა და მასთან დაკავშირებულ ტექნიკურ ინფორმაციაზე, მათ შორის, როგორიცაა:

  • IP-მისამართები, მოწყობილობისა და ბრაუზერის ტიპები, ოპერაციული სისტემა და სხვა მსგავსი ტექნიკური მონაცემები
  • მონახულებული გვერდები, გახსნილი ბმულები, მონახულების თარიღი და დრო, ქუქი-ფაილების იდენტიფიკატორები და სხვა მსგავსი ონლაინ იდენტიფიკატორები

ეს ინფორმაცია შეიძლება საჭიროებისამებრ და პროპორციულობის პრინციპის დაცვით გამოვიყენოთ იმისათვის, რომ:

  • უზრუნველვყოთ საიტის, ჩვენი სისტემების, მომხმარებლებისა და ინფორმაციის უსაფრთხოება
  • აღვკვეთოთ ბოროტად გამოყენება, თაღლითობა, კიბერინციდენტები, უკანონო წვდომა ან საეჭვო აქტივობა ან რეაგირება მოვახდინოთ მათზე
  • დავბლოკოთ, შევაჩეროთ, შევზღუდოთ წვდომა, მათ შორის დავაწესოთ მოთხოვნების სიხშირის ლიმიტი (rate-limit) ან მოვითხოვოთ დამატებითი ვერიფიკაცია, როდესაც ეს აუცილებელია საიტის, მომხმარებლების, ჩვენი სისტემების ან საქმიანობის დასაცავად

ამას ვაკეთებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენი „კონფიდენციალურობის პოლიტიკა“ და „ქუქი-ფაილების პოლიტიკა“ განმარტავს, რა სამართლებრივ საფუძვლებს ვეყრდნობით და ვის შეიძლება გავუზიაროთ ინფორმაცია, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების პროვაიდერებსა და უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს, ასევე რამდენ ხანს ვინახავთ ვებსაიტისა და ქუქი-ფაილების ინფორმაციას. ჩვენ არ ვაწარმოებთ მონიტორინგს საიტის ყველა გამოყენებაზე და არ ვიძლევით გარანტიას, რომ საიტი დაცული იქნება ბოროტად გამოყენებისგან.

13. საიტის ხელმისაწვდომობა

ჩვენი ვისწრაფვით, საიტი იყოს ხელმისაწვდომი, გამოსაყენებლად ადვილი და გამართულად ფუნქციონირებდეს, თუმცა არ ვიძლევით გარანტიას, რომ ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება, იმუშავებს შეფერხებების გარეშე ან იქნება უშეცდომო.

ჩვენ შეიძლება:

  • განვაახლოთ, შევცვალოთ ან წავშალოთ კონტენტი
  • დროებით შევაჩეროთ ან სრულად გავაუქმოთ საიტი ან მისი ცალკეული გვერდები
  • საჭიროების შემთხვევაში, წინასწარი შეტყობინების გარეშე ჩავატაროთ ტექნიკური მომსახურების სამუშაოები

14. პასუხისმგებლობა

წინამდებარე პირობების არცერთი დებულება არ გამორიცხავს ან ზღუდავს პასუხისმგებლობას, თუ ასეთი გამორიცხვა ან შეზღუდვა უკანონოა. ამაში შედის პასუხისმგებლობა დაუდევრობით გამოწვეულ სიკვდილსა ან სხეულის დაზიანებაზე, თაღლითობაზე ან მოტყუებით შეცდომაში შეყვანაზე, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პასუხისმგებლობა, რომლის გამორიცხვა ან შეზღუდვა კანონით დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით:

  • საიტი და მასზე განთავსებული კონტენტი მომხმარებელს მიეწოდება პრინციპით „არსებული სახით“ („as is“) და „ხელმისაწვდომობის მიხედვით“ („as available“). ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ საიტი ყოველთვის იქნება ხელმისაწვდომი და უსაფრთხო და იქ არ იქნება შეცდომები, ვირუსები ან სხვა მავნე მასალა
  • ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი იმ ზიანზე ან დანაკარგზე, რომლის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელი იყო ან რომელიც წარმოიშვა ჩვენი კონტროლის მიღმა არსებული გარემოებების გამო
  • ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მესამე მხარის ვებსაიტებზე, პლატფორმებზე, გადახდის სერვისების პროვაიდერებზე, მომხმარებლის მიერ განთავსებულ კონტენტზე, ტექნიკურ ქსელებსა თუ სერვისებზე, რომლებსაც ჩვენ არ ვაკონტროლებთ
  • ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი იმ ზიანსა ან დანაკარგზე, რომელიც გამოწვეულია თქვენ მიერ წინამდებარე პირობების დარღვევის, საიტის არასწორი გამოყენების ან უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფის შედეგად
  • ჩვენ არ ვაგებთ პასუხს არაპირდაპირ ან თანმდევ ზიანზე, როგორიცაა მონაცემების ან შემოსავლის დაკარგვა ანდა რეპუტაციის შელახვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა არ გვაძლევს პასუხისმგებლობის შეზღუდვის ან გამორიცხვის უფლებას

ეს ნიშნავს, რომ საიტი უფასოდ არის ხელმისაწვდომი ზოგადი ინფორმირების და საზოგადოებრივი ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით.

15. ცვლილებები წინამდებარე პირობებში

ჩვენ შესაძლოა პერიოდულად განვაახლოთ წინამდებარე პირობები. საიტზე ყოველთვის უახლესი ვერსია იქნება ხელმისაწვდომი. პირობებში ცვლილებების შეტანის შემდეგ საიტის გამოყენების გაგრძელება იქნება დასტური, რომ ეთანხმებით განახლებულ პირობებს.   

16. კონტაქტი და საჩივრები

თუ გაქვთ შეკითხვები წინამდებარე პირობებთან დაკავშირებით ან გსურთ, გვაცნობოთ უფლებების სავარაუდო შელახვის, საზიანო ან უკანონო კონტენტის, Amnesty International-ის ბრენდინგის ბოროტად გამოყენების, უსაფრთხოების რისკის ან საიტთან დაკავშირებული სხვა პრობლემისა თუ საჩივრის შესახებ, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ Amnesty International Limited-ის საერთაშორისო სამდივნოს შემდეგ მისამართზე: 1 Easton Street, London, WC1X 0DW, UK, ელფოსტით: [email protected], ან ტელეფონით: +44 (0) 20 7413 5500.

გთხოვთ, მოგვაწოდოთ საკმარისი ინფორმაცია, რათა შევძლოთ პრობლემაში გარკვევა და შესაბამისი კონტენტის ან აქტივობის იდენტიფიცირება.

17. მოქმედი სამართალი

წინამდებარე პირობები რეგულირდება ინგლისისა და უელსის კანონმდებლობით. დავების განხილვის იურისდიქცია აქვს ინგლისისა და უელსის სასამართლოებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადგილობრივი სავალდებულო კანონმდებლობა იძლევა უფლებას, შეიტანოთ სარჩელი ან დაიცვათ თქვენი უფლებები სხვა იურისდიქციაში, ან უზრუნველყოფს მომხმარებელთა დაცვის ისეთ სავალდებულო მექანიზმებს, რომელთა გამორიცხვა დაუშვებელია.