Amnesty International-ის ყოველწლიური ანგარიშის „ადამიანის უფლებების მდგომარეობა მსოფლიოში“ 2026 წლის გამოცემაში შეფასებულია ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეებზე განვითარებული მოვლენები ადამიანის
უფლებების სფეროს ბევრ თემასთან მიმართებით. მასში აღწერილია, თუ როგორ ასუსტებენ სახელმწიფოები წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას, რითაც აფერხებენ იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებიც მილიონობით ადამიანის
ცხოვრებას ეხება. ანგარიშში ასევე გამოვლენილია ტენდენციები ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორებიცაა შეიარაღებული კონფლიქტები, განსხვავებული აზრის ჩახშობა, დისკრიმინაცია, ეკონომიკური და კლიმატური უსამართლობა, ჰუმანიტარული დახმარების მოულოდნელი შეწყვეტა და
ტექნოლოგიების ბოროტად გამოყენება. ანგარიშში ასახულია პრობლემები ადამიანის უფლებების სფეროში, რომლებიც 2025 წელს 144 ქვეყანაში გამოვლინდა, გავლებულია პარალელები გლობალურ და რეგიონულ საკითხებს შორის და შემოთავაზებულია მომავლის პროგნოზი.
Index Number: POL 10/0320/2026

